პროექტის მთავარი იდეა: ქართული ხალხური ცეკვის გაცნობა, მისი წარსულისა და დღევანდელობის დანახვა.
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმითი, რომ მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაციები ქართული ხალხური ცეკვების შესახებ და მათი დაუვიწყარი კონცერტების ჩანაწერები.
მონაწილეთა ასაკი: 15 წ.
ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები ისწავლიან ისტ–ის გამოყენებას. მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ქართული ხალხური ცეკვების შესახებ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, სახელმძღვანელო, რვეული, საწერკალამი, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
თემა შევარჩიე მოსწავლეებთან ერთად. კლასი დავყავი სამ ჯგუფად და გავუნაწილე ფუნქციები.
1 ჯგუფი – მოიძიებს ინფორმაციას ერთ–ერთი ქართველი მოცეკვავის შესახებ.
2 ჯგუფი– შეაგროვებს ფოტოსურათებს კონცერტებიდან.
3 ჯგუფი– გააკეთებს ელექტრონულ პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება.
არჩ.ხ.თ.X/XI/XII.4. მოსწავლე ირჩევს და იკვლევს ქართული ხელოვნების რომელიმე პერიოდს/დარგს/შემოქმედს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ადარებს ერთმანეთს შერჩეული სფეროს (საეკლესიო არქიტექტურა, კედლის მხატვრობა, დაზგური ფერწერა და ა.შ) რამდენიმე ნიმუშს და მსჯელობს თითოეულის დამახასიათებელ ნიშნებზე;
· ადარებს შერჩეული პერიოდის/დარგის ნიმუშებს სხვა კულტურის იმ ნიმუშებთან, რომლებსაც მსგავსი სტილისტური მახასიათებლები გააჩნია;
· მოიძიებს მასალას რომელიმე ცნობილი შემოქმედის ცხოვრების ან მის კონკრეტული ნაწარმოების შესახებ და მსჯელობს, რა გავლენა იქონია ამ ხელოვანის შემოქმედებამ საზოგადოების ცხოვრებაზე;
· ახასიათებს რომელიმე ხელოვანის შემოქმედებას სტილისტური ნიშნების მიხედვით;
· ადარებს შერჩეული პერიოდის ნიმუშებს სხვა პერიოდის ქართული ხელოვნების ნიმუშებს;
· მოიძიებს მასალას იმ ორგანიზაციების (მაგ. UNESCO, “ძეგლთა დაცვა”), პროექტების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – რესტავრაციას საქართველოში, ასახელებს იმ ძეგლებს, რომლებსაც, მისი აზრით, დაუმატებდა ნუსხას და ასაბუთებს საკუთარ არჩევანს.
პროექტის ხელმძღვანელი: მზია ლომთათიძე– რუსიძე
ხელმღვანელის ელ. ფოსტა: mzialomtatidze5@gmail.com