სასწავლო პროექტი


 ,,გენია, როკვით განფენილი’’ _  ქართული ხალხური ცეკვის  მოამაგენი

პროექტის  მთავარი იდეა: ქართული  ხალხური ცეკვის გაცნობა, მისი  წარსულისა და დღევანდელობის  დანახვა.

პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია  იმითი, რომ მოსწავლეები  გაეცნობიან  ქართული ხალხური ცეკვის  ხელოვნებას.

პროექტის  მიზნები: პროექტის  მიზანია, მოსწავლეებმა მოიძიონ  ინფორმაციები  ქართული ხალხური ცეკვების შესახებ და მათი დაუვიწყარი კონცერტების  ჩანაწერები.

მონაწილეთა  ასაკი: 15 წ.

ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას:
მოსწავლეები ისწავლიან ისტ–ის  გამოყენებას. მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას  ქართული  ხალხური  ცეკვების  შესახებ.

პროექტისათვის   საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, სახელმძღვანელო, რვეული, საწერკალამი, ფოტოაპარატი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები):
თემა  შევარჩიე  მოსწავლეებთან  ერთად.  კლასი  დავყავი  სამ  ჯგუფად  და  გავუნაწილე  ფუნქციები.
1 ჯგუფი – მოიძიებს  ინფორმაციას ერთ–ერთი  ქართველი  მოცეკვავის შესახებ. 
2 ჯგუფი– შეაგროვებს  ფოტოსურათებს  კონცერტებიდან.
3 ჯგუფი– გააკეთებს  ელექტრონულ  პრეზენტაციას.

საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან  კავშირი: ხელოვნება.

არჩ.ხ.თ.X/XI/XII.4. მოსწავლე ირჩევს და იკვლევს ქართული ხელოვნების რომელიმე პერიოდს/დარგს/შემოქმედს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ადარებს ერთმანეთს შერჩეული სფეროს (საეკლესიო არქიტექტურა, კედლის მხატვრობა, დაზგური ფერწერა და ა.შ) რამდენიმე ნიმუშს და მსჯელობს თითოეულის დამახასიათებელ ნიშნებზე;
·           ადარებს შერჩეული პერიოდის/დარგის ნიმუშებს სხვა კულტურის იმ ნიმუშებთან, რომლებსაც მსგავსი სტილისტური მახასიათებლები გააჩნია;
·           მოიძიებს მასალას რომელიმე ცნობილი შემოქმედის ცხოვრების ან მის კონკრეტული ნაწარმოების შესახებ და მსჯელობს, რა გავლენა იქონია ამ ხელოვანის შემოქმედებამ საზოგადოების ცხოვრებაზე;
·           ახასიათებს რომელიმე ხელოვანის შემოქმედებას სტილისტური ნიშნების მიხედვით;
·           ადარებს შერჩეული პერიოდის ნიმუშებს სხვა პერიოდის ქართული   ხელოვნების  ნიმუშებს;
·           მოიძიებს მასალას იმ ორგანიზაციების (მაგ. UNESCO, “ძეგლთა დაცვა”), პროექტების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვარესტავრაციას საქართველოში, ასახელებს იმ ძეგლებს, რომლებსაც, მისი აზრით, დაუმატებდა ნუსხას და  ასაბუთებს საკუთარ არჩევანს.

პროექტის  ხელმძღვანელი: მზია  ლომთათიძე– რუსიძე

ხელმღვანელის  ელ. ფოსტა: mzialomtatidze5@gmail.com